Friday 17 September 2010

ობიექტივში დანახული სიყვარული


 არსებობს ჭეშმარიტი სიყვარული?
ყველასთვის ადვილია შეფიცოს თავის რჩეულს, რომ ჭეშმარიტად და მუდამ ეყვარება, მაგრამ რაოდენ ძნელად უყვართ ჭეშმარიტად.
ჩვენს დროში უკვე რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც უყვარს უანგაროდ, უსასყიდლოდ.
რამდენი ბედნიერი ღიმილი, რამდენი სასიყვარულო ფიცი აღბეჭდილა ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივში, რამდენჯერ გაჩერდა მისი მეშვეობით წამი და იქცა მარადისობად.
ლოგიკურია, მხოლოდ ფოტო არ უნდა დარჩენილიყო იმის დასტური, რომ გახსოვდეს, თუ როგორ გიყვარდა, თუმცა, სასტიკია რეალობა.
უამრავი დანგრეული ოჯახი. გამქრალი სიყვარული.
რა ხდება ხალხნო?!
იტყუება ობიექტივი?!
ან იქნებ, ადამიანები ვატყუებთ მას?!
გული მწყდება, ვამჩნევ არც ჩემს წამის მარადისობად მქცეველ მეგობარს უხარის. დროა სახლისკენ გავუყვე გზას, მაგრამ ეს ბერიკაცი?! ვინ არის ეს ბერიკაცი, რატომ არის ასე სევდიანი? ელის? ვის? რა დროს ლოდინია, თან ასეთი სახით, ღმერთო მიბრუნდება იმედი. ის ხომ 80-წელს მიტანებულა, განა შეიძლება? ნუთუ შეიძლება გიყვარდეს ისე, რომ მოლოდინად აქციო დრო და ელოდო. ელოდო და გწამდეს, რომ დღეს მაინც მოვა. თუმცა, არასდროს ყოფილა შენი. ან არ იცის შენი გრძნობის შესახებ. იქნებ, არც შეგიფიცავს მისთვის ერთგულების ფიცი. მაშ რატომ დგახარ, რატომ ელი?
მინდა ბევრი რამ გკითხო ბერიკაცო, მაგრამ არა, რა საჭიროა ბევრი კითხვა, როდესაც პასუხები ასე ახლოა. ჩემი ობიექტივი მეტყვის სიმართლეს, არ შეცდება, ამჯერად მაინც არ შეცდება!!!
რომ მომატყუოს? ფიქრები არ მასვენებს, ნაბიჯს ავუჩქარე. დროზე ფოტო.
ათასი სახე ირევა ჩემს მეხსიერებაში. ათასი ბედნიერი ღიმილი, უამრავი გაჩერებული წამი სიტყვებით: მე შენ მიყვარხარ. მუდამ მეყვარები. ვერავინ დაგვაშორებს. ახლაც რომ მომატყუოს ობიექტივმა? ნუთუ მართლა ილუზიად იქცა სიყვარული?
გაფაციცებით ველოდები ჩემი ბერიკაცის ფოტოსურათს. დრო ნელა მიდის. არა, გაჩერდა. ბევრ კითხვაზე უნდა მიპასუხოს და ალბათ, ყოვნდება არ უნდა იცრუოს.
უყვარს? თუ ასე უყვარს რატომ, რატომ არ მოდის ის ქალბატონი. შესაძლებელია ხელი კრა ისეთ უმანკო სიყვარულს, რაც ბერიკაცის თვალებიდან გამოსჭვივის? იქნებ, არ იცის ქალბატონმა რომ ის ამგვარად უყვართ… ნუთუ არ გითქვამს ბერიკაცო და გულით ატარე ეს გრძნობა ნახევარი საუკუნე? ოჰ, ეს ფიქრები. ჩქარა, ფოტო, ჩქარა.
წამით გული გამიჩერდა. ცრემლებს ვერ ვიკავებ.
არ დაკარგულა სიყვარული ღმერთო! ის მუდამ იარსებებს, სანამ ადამიანში ცოცხლობს უფალი. ვერ იცრუა ობიექტივმა.

მერე რა, რომ არ მოდის?
მერე რა, თუ დრო აღარ რჩება, მე მწამს რომ მოხვალ. ოდესღაც. მაგრამ მაინც მოხვალ და გეტყვი.
საყვარელო მაპატიე. მაპატიე, რომ მე შენ მიყვარხარ. ასე ხანდაზმულს მომიტევე ეს სიყვარული!
ყვავილებმა არ იციან, რომ კიდევ ბევრჯერ გაიმეტებს მათ სიყვარულისთვის ბერიკაცი, სანამ “ის” არ მოვა.

4 comments:

  1. heh, memgoni sadgac mainc arsebobs

    ReplyDelete
  2. agharc iq ar arsebobs... chemi siyvaruli .....

    ReplyDelete
  3. tqvena da mainc sheiaret xandaxan , gayidvashi mainc ar darcha??? :D:D:D

    ReplyDelete