Sunday 19 September 2010

Geo SeX

ამონარიდი მსოფლიო ენციკლოპედიიდან ქართული სექსის შესახებ
„ქართველნი ჰყვარობენ ბნელ ოთახს, ჭრიალა საწოლს და ხვეწნას; ან კუსტბაზე (მათი დედაქალაქის ცენტრი) შეყენებულ შავ ჯიპებში „ზასაობას“. აფეტიშებენ საყვარელ ქალებს და მოფერებასაც ვერ უბედავენ.
სექსამდე სვამენ, იჩხირავენ და ბოლდებიან – სექსი კი მხოლოდ გამოსაფხიზლებლად სჭირდებათ.
მხოლოდ სუსტი ყოფაქცევის ქალებთან იხარჯებიან ბოლომდე, რადგან ფული აქვთ გადახდილი და ენანებათ.
სტრიპტიზ კლუბებში კაცები ხინკლის საჭმელად დადიან, „სტრიპტიზიორშები“ კი წინდებს ქსოვენ. კაცები: – ძირითადად ვერ გრძნობენ, პარტნიორს, ზედ ეძინებათ ხოლმე. ქალები: – ვერც ქალები ვერ გრძნობენ... პროცესის დროს ძირითადად ოცნებობენ, ან ...“
ა ვ ტ ო რ ი ს ა გ ა ნ
სექსს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს, ვისთვის სიყვარულია, ვისთვის გატაცება, ვისთვის ცხოვრების წესი, ვისთვის კი უბრალოდ სპორტი, თუმცა ეს სიტყვა ყველასთვის საკრალურია, საჭირო და სასიკეთო – გარდა ქართველებისა! ქართული სექსი ფენომენალურია
–სინონიმებია : უზრდელობა, სიტუტუცე... არ ახასითებს სულიერება – "სეფაში ნასუფრალს" ჰგავს...
–გიყვარს? – არა ვტ...ვ!!! როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანთან სექსი?!
"სიყვარულის ნაყოფის" დეფიციტია. ყველა "ცოლი" გაჭირვების გამო კი არ მიდის თურქეთში?!
ყველაზე შემოსავლიანი პროფესია "პროსტიტუტკობაა", ჩაიხედეთ ნებისმიერი კაცის წიგნაკში: ნინო ბ, მარი ბ, ეკა ბ, ქსენია ბ, ინა ბ, ირა ბ, ლიკა ბ , ჯონდო ბ – ჯანდაბას "ბ" – 85% – განა ყველას გვარი ბ–ზე მთავრდება?!
ქართველ კაცს უყვარს დედა... უყვარს "ერთგული" ცოლიც ...ჰყავს საყვარელი, მხოლოდ ფსიქოთერაპევტის ფუნქციას, რომ ასრულებს – მკურნალ ექიმთან სექსი ხომ ამორალურია, არც მეზობლის ქალს უნდა ახლო ხელი...
ქართველი კაცები ხშირშემთხვევაში ერთად დადიან "ბოზებში" – სტრესია, ნაყიდ ერთ საათში მოასწრო, ნომრის დაქირავება, თეთრეულის გაშლა , ტანზე გახდა, პრელუდია – შემდგომ პროცესი, სარეცლის მეგობრისთვის დათმობა, ჩაცმა და სამშვიდობოზე გამოსვლა... დროის უკმარისობის გამო კი ახალი ხელწერა დამკვიდრდა – "სექსი წინდებში". ახლა ეს კაცი ბედნიერი, ამაყი და დამშვიდებული ბრუნდება სახლში, წვება ლოგინში და ყვირის "ნასკი გამხადე ქალო" – ცოლიც მორჩილად ხდის, სამზარეულოში გადის და მეგობარს ურეკავს:
– ხვალ გოგოები რესტორანში წავიდეთ?
... კაფეები, რესტორნები, ბარები გადატენილია – გაუმაძღარი, მეძებარი – თვალების მეპატრონე ქალებით. – რას ერჩი? ქმრებს უყვართ! ზოგს დიდი სამეზობლო წრე ჰყავს, ზოგმა კი ვერ იშოვნა სამუშაო თურქეთში. – ძირითადად პატარა ბიჭებს ეძალებიან ჯერ, რომ ვერ მოუპოვებიათ "ბოზებში სასიარულო" ფული. ვინც სიყვარულით თხოვდება, ხშირ შემთხვევაში უმანკო მიდის საიქიოში, ვინც „ჯიბეს“ მიჰყვება, ქმრის ქვეშ სძინავს და „ოცნებობს“... მოკლედ არ არის ჩვენი საქმე ეს სექსი და ამიერიდან მხოლოდ
„სიყვარული ვაკეთოთ“!!!

No comments:

Post a Comment