Friday 17 September 2010

  დღეს რაღაც საშინელი დღე მქონდა...  ისე რამდენი ხანია ასე გრძელდება უკვე, გაიშვიათდა ჩემთვის ხალისიანი დღეები...დავიღალე, რამდენი რამე მღლის.... ხალხი, განსაკუთრებით ხალხი მღლის...ურთიერთობა მეზარება უკვე, ისეთი უინტერესოა ჩემს გარშემო ხალხი, ყველა ისეთი ცარიელი, უსულოა თითქოს.... სულ რაღაცას ელიან შენგან, თავად არაფერი არ ემეტებათ, გარდა თავიანთი მონდღრეული, სწორედაც რომ მონდღრეული სიფათების გაღიმებისა... იმასაც გამადლის ზოგი, მეცინება.....
   არსებობს ჩემს ცხოვებაში ერთი ასეთი უინტერესო ადამიანი, რომლითაც..... მე დავინტერესდი... არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ვიცი რომ იმის მერე არ გამიხარია... დამღალა, გეფიცებით დამღალა ამ არაადამიანმა ადამიანმა, თავის თავზე იმხელა წარმოდგენა აქვს, თუმცა ეს ჩემი ბრალია, მე ვაგრძნობინე რომ რაღაცას წარმოადგენს, რადგან ყურადღება მივაქციე... არა არც მე ვარ ანგელოზი, მაგრამ მე ადამიანობა მაინც შემიძლია, ნამდვილად შემიძლია... რამდენი დღეა არ დაურეკავს... ეტყობა არ სცალია... მდაა.... არა რა მინდა რატომ ვითვლი დღეებს, არ დარეკა და იყოს კარგად, მე არ დავრეკავ... ნამდვილად არ დავრეკავ...
   ახლაც უამრავი საქმე მაქვს და ვზივარ და ვწერ... როცა უნდა ვკითხულობდე, ვსწავლობდე... დროა დავამთავრო, ხვალინდელი უინტერესო დღისთვის მოვემზადო...
  წავედი....

No comments:

Post a Comment